
რა უფრო დიდი ასპარეზი მიეცა ვაჟას შემოქმედებას,
მით უფრო მძლავრად გაბრწყინდა
მისი თვითმყოფადობა, პირველყოფილი სიხალისე, მითიური
აზროვნება და ფილოსოფიური სიღრმე.
რაც უფრო მეტად შეისწავლეს,
მით უფრო მეტი სიღრმეები
გამოჩნდა. ბევრი რამ ვაჟას შემოქმედებაში დღესაც ამოუცნობი და შეუსწავლელია. აი ეს ჰქონდა მხედველობაში ჩვენი დროის დიდ ქართველ მწერალს
კონსტანტინე გამსახურდიას,
როდესაც ვაჟას შემოქმედების შესახებ
წერდა: ,,პირიქითა
ხევსურეთში, მუცოს ციხის სანახებში
ერთი უზარმაზარი
ლოდი იცავს ხეობის ყელს… ბინდისას თუ მიეახლებით ამ ლოდს მუცოს ციხიდნ, ასე იტყვით, ლოინიაო,
მამალი აქლემი საომარი. დაუჩოქნიაო
ამ აქლემს,
მუხლს ასვენებსო,რათა აღდგეს მერმე და უდაბნოს ეახლოს ისევ; თუ მეორე მხრიდან
მიუახლოვდი, ფრთიანი
ლომი გეგონება,
ლომისტანიანი ფრინველის
ჯანგიანი და ნისკარტიანი ქიმერა.
და ყოველ დროში, ყოველ პოზაში, ყოველი მხრიდან სხვადასხვა
აღნაობისა მოგეჩვენება
იგი.
ვაჟა-ფშაველა მომაგონა
ამ უტოლო ლოდმა”.
ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) დაიბადა
1861 წლის 14 ივლისს ფშავში, სოფელ ჩარგალში, მაღალი მთებითა და ტყიანი გორებით
გარშემორტყმულ ხეობაში.
არაგვის ხეობის მომხიბლავმა ჭალებმა
ცამდე აზიდულმა
მთებმა, მთიელთა ყოფის რომანტიკამ, ციხე-კოშკთა ნანგრევებმა
და მათთან დაკავშირებულმა გადმოცემა-ლეგენდებმა თავისებური
გაქანება მისცეს ლუკას პოეტურ ნიჭს.


1877 წელს ვაჟა თბილისის საოსტატო
სემინარიასთან არსებულ
ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს. სასწავლებლის დამთავრების
შემდეგ, 1879 წელს, ჩაიიცხა გორის საოსტატო სემინარიაში,
რომელიც სოფლის სახალხო მასწავლებლებს ამზადებდა. ამ დროისთვის
ვაჟას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა კორესპონდენციები ფშაველ-ხევსურთა ყოფა-ცხოვრებაზე. ამ წერილებს დღესაც არ დაუკარგავს
მნიშვნელობა როგორც ძვირფას ეთნოგრაფიულ
მასალას.
სემინარიის
დამთავრებისთანავე ვაჟა ტოლათსოფელში (თიანეთის
რაიონი) დანიშნეს
მასწავლებლად. აქ იგი დიდი ხალისით. შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას
და კიდევ უფრო დაუახლოვდა
ხალხს. გლეხებს თუ რაიმე გაუჭირდებოდათ, რჩევა-დარიგებისა და დახმარებისთვის მას აკითხავდნენ, ისიც ყოველთვის მათი ქომაგი და მოსარჩელე იყო.

1884 წლის ზაფხულში
დაბრუნდა საქართველოში,
1985 წელს კი გოის მახლობლად,
სოფელ ოთარშენში,
მიიწვიეს ცნობილი
ფეოდალის ოთარ ამილახვრის ოჯახში მასწავლებლად.
1986 წელს ვაჟა-ფშაველა ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მასწავლებლად დანიშნა
დიდ თონეში.
ვაჟა გულით შეიყვარეს ბავშვებმა,
გლეხობაშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა,
რადგან აქაც უსამართლობის წინააღმდეგ
შეღერებული ხმალი იყო. ამიტომ დაირაზმნენ მის წინააღმდეგ მეფის მოხელენი, მღვდელ-დიაკვნები და ვაჟა იძულებული
გახდა მასწავლებლობა სამუდამოდ მიეტოვებინა. მასწავლებლისა და მომავალი თაობის ბედზე გულისტკივილი
ვაჟას სიკვდილამდე
გაჰყვა. 1915 წელს , გარდაცვალებამდე რამდენიმე
თვით ადრე, მასწავლებელ ლადო ბზვანელისადმი მიძღვნილ
ლექსში იგი ამბობდა:
,,მასწავლებლის ბედზედა
მრავალჯერ
დამიკვნესია”.
ილია ჭავჭავაძემ, იმხანად
წერე-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების
თავმჯდომარემ, ვერ შეძლო ვაჟა-ფშაველას დატოვება
სკოლაში და დახმარების აღმოჩენის
მიზნით ,,ივერიის”
რედაქციაში მიიწვია
სამუშაოდ.მაგრამ ვაჟამ სამ დღეზე მეტ ხანს ვერ გაუძლო ,, ნიჭის გაზეთის მუშაობაში
ჩაკვლას”.
ძმებიდან
ჩარგალში მხოლოდ ვაჟა დარჩა. ის აქ თავისი მეზობელი
გლეხებივით ცხოვრობდა
და შრომობდა:ხნავდა,მკიდა,თიბავდა,თივას ზურგით ეზიდებოდა,საქონელს უვლიდა.

ვაჟას სხვა მხრივად
მთიელი კაცის წესით ცხოვრობდა,
იცავდა მამა-პაპურ ადათ-წესებს, მონაწილეობდა
რელიგიურ დღესასწაულებში (ხატობებში); ძალიან უყვარდა
ნადირობა, თევზაობა,
იყო საუკეთესო
მსროლელი; ხშირად გაუმარჯვნია ყაბახზე
სროლის დროს.


,,…ეღირსებაო
ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა’’
ვაჟას თითქმის მთელი შემოედება - ლექსები, მოთხრობები,
პიესები, წერილები
- სამშობლოზე ფიქრითა
და წუხილით
არის ნასაზრდოები.
ხმელ წიფელზე
წერს, იაზე თუ ყვავ-ყორნებისაგაბ დაკორტნილ
დაჭრილ არწივზე,
- ვაჟა სამშობლოს
გულისხმობს. გულდამჯიღული
პოეტი სინანულითა
და მუქარით
ბუტბუტებს:
,,ვაჰ, დედას თქვენსას, ყვავებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ნახავდით
თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს,
ველადა!”
ვაჟას ფიქრი და ოცნება ყოველთვის
სამშობლოს დასტრიალებდა:
,,ღმერთო სამშობლო
მიცოცხლე,
ძილშიაც ამას ვდუდუნებ.”
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში დასმულია ადამიანის ღირსების
დაცვის საკითხი.
იგი უმღერის
მეგობრობას, ადამიანთა
შირის ურთიერთგაგებას. პოემა ,,სტუმარ-ნასპინძელში’’
მეგობრობა, გამტანობა
იმარჯვებს ეროვნულ
შუღლსა და მტრობაზე. სისხლის
აღების წესის საპირისპიროდ უპირატესობა
ეძლევა მასპინძლისგან სტუმრის დაცვის წესს. ქისტი ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა დრომოჭმული ადათის მსხვერპლნი ხდებიან,
მაგრამ მორალურად
მაინც იმარჯვებენ,
მათი გამარჯვებით
კი მეგობრობისა
და მშვიდობის
იდეა იმარჯვებს.
ხევსური ზვიადაურის,
ქისტი ჯოყოლასა
და აღაზას აჩრდილები სიკვდილის
შემდეგაც ხვდებიან
ერთმანეთს კვლავ
,,ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის
წესზედა
ცნობის და დაძმობისასა’’.




ალბათ თავისმა სვეგამწარებულმა ყოფამ და თავის თანამოკალმეთა მიმართ საზოგადოების უსულგულო
დამოკიდებულებამ ამოათქმევინა
ვაჟას ცრემლნარევი
სიტყვები ,,გიორგი სააკაძის სურათზე’’
,,თუ ვერ ვიგუებთ,
ვერ შევიფერებთ
კარგი შვილები
რად გვებადება?
ჩემო სამშობლოვ,
ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება,
არ გეკადრება!’’
ვაჟა-ფშაველა ბევრს ფშაველ გლეხად ჰყავს წარმოდგენილი,
რაკიღა ფშავში გლეხივით ცხოვრობდა,
და გაკვირვებას
გამოთქვამენ მისი შემოქმედბის გამო. ვაჟა ფრია განათლებული ამასთან თავისი დროის უდიდესი
მოაზროვნე იყო. მას თბილისში,
გორში სწავლის
დროს სამკითხველოებში არ დაუტოვებია თურმე წაუკითხავი წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე,
არც მხატვრული
და არც ფილოსოფიური. ფშავში დამკვიდრების შემდეგ კი ბარად ჩამოსულს სისტემატიურად მიჰქონდა ხურჯინით წასაკითხად
ნათხოვარი თუ შეძენილი წიგნები
ხოლო ზოგიერთ
წიგნს განუყრელად
თან ატარებდა
საგზალთან ერთად.
მიყრუებული მთის სოფლიდან გულმოდგინედ
ადევნებდა თვალს ცხოვრების
ორომტრიალს და ყველა მნიშვნელოვან
მოვლენას ლექსებითა
და სტატიებით
ეხმურებოდა.
ვაჟას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფილოსოფიურ
პოემას ,,გველის მჭამელს”, რომელშიც
დასმულია სამყაროს
შემეცნების, ბუნებისადმი
ადამიანის მიმართების,
საზოგადოების წინაშე ადამიანის მოვალეობის
საკითხი. ქართულმა
კრიტიკამ მინდიაში
თვითონ ვაჟა-ფშაველა დინახა.
ვაჟა-ფშაველა ცნობილია,
როგორც ბუნების
დიდი მგოსანი.
მცენარეთა თუ ცხო ველ-ფრინველთა ამეტყველებაში მას ბადალი არ მოძებნება. იგი თვითონვე ამბობს:
,,უსულო საგნებს
სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები კლდისა,
და როგორც მეფე, გავათამამე
მწირი ბალახი,
ის ქუჩი მთისა”.
ვაჟას ორიგინალურობა ის არის, რომ ბუნების მოვლენებში
თავისთავადონბა დაინახა:
,,ათასჯერა წვიმს, სეტყვაა,
მთებზე ნისლები
ჰკიდია,
ბევრი რამ ხდება ქვეყანადა,
შიგ ცოდვა-ბრალი დიდია;
ბუნება წარბსაც
არ იხრის,
მაინც მშვიდი და მშვიდია”.
ვაჟა არაჩვეულებრივად ნაყოფიერი
მწერალია. ლექსებსა
და პოემების
გარდა, მრავალი
შესანიშნავი მოთხრობა
დაგვიტოვა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა
საყოველთაოდ ცნობილი
,, შვლის ნუკრის ნაამბობი” იყო. ვაჟას მოთხრობები
საინტერესონი არიან როგორც სიუჟეტითა
და პერსონაჟებით,
ისე თხრობის
მანერითა და ენობრივი ხატოვნებით.
ის ასულდგმურებს
საგნებს, ამეტყველებს
ცხოველებს, თითოეულ
პატარა მოთხრობაში
კი ძალზე დიდი და ღრმა აზრია ჩადებული. ასეთებია
მისი ,,ია”, ,, მთის წყარო”, ,,ქუჩი”, ,, ფესვები”, ,,მთანი მაღალნი’’,
,,ჩხიკვთა ქორწილი’’,
,,სათაგური’’, ,,ბუნების
მგოსნები” და ა.შ.

თანამედროვე
სალიტერატურო ქართულ ენას ილიასა და აკაკისთან
ერთად ვაჟას პროზისა წერილების
ენაც უდევს საფუძვლად. მართალია,
ვაჟას პოეზია ფშავური დიალექტით
არის შეზავებული,
რის გამოც მას ერთხანობას
უკიჟინებდნენ, და უკიჟინებდა თვით აკაკიც, მაგრამ დღეს უკვე საკამათოდ აღარავის
მიაჩნია რომ ვაჟას პოეზიას
ამ ენობრივი
გარსის წყალობით
ემატება ის სიდიადე, ის სიმტკიცე ,,კლდისა სალისა”, ურომლისოდაც
თანამედროვე ქართველისათვის ვაჟას შემოქმედება წარმოუდგენელია.
გონებრივი
და ფიზიკური
შრომით მოქანცულ
ვაჟას შუახნის
ასაკში დარია ავადმყოფობამ ხელი.

1935 წელს აღინიშნა
იდი პოეტის გარდაცვალების 20 წლისთავი
მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდა
გადაასვენეს. ჩარგალში
გაიხსნა ვაჟას სახლ-მუზეუმი.
1961 წელს მშვიდობის
მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით ფართოდ აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების
100 წლისთავი.
ვაჟას შემოქმედებისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება.
მისი მრავალფეროვანი შემოქმედება იზიდავს არა მხოლოდ ლიტერატურის
მკვლევარებს და ლიტერატურის მოყვარულთ,
არამედ ხელოვნების
სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსაც: მხატვრებს,
კომპოზიტორებს, სცენის ოსტატებს, კინორეჟისორებს.


შვილი იხსენებს ვაჟას
Комментариев нет:
Отправить комментарий