пятница, 27 апреля 2018 г.

ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურის’’ სცენარი როლური თამაშისთვის (ფოტოებით)

ცოტა რამ თანამშრომლობითი სწავლების შესახებ:

როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მოსწავლეთაათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს. ეს მეთოდი მათ საშუალებას აძლევს გამოხატონ ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას. განასხვავებენ როლური თამაშის ორ ძირითად ტიპს: თავისუფლად ასოცირებული და სპონტანური როლური ტამაშები და რეგლამენტირებული როლური თამაში. მისი მიზანია სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა ერთი და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერს განუვითარებს.



როლური თამაში სამი ფაზისაგან შედგება: მომზადება, გათამაშება, განხილვა. სწავლების პროცესში როლური თამაშის გამოყენებას აქვს, როგორც კოგნიტური, ასევვე ემოციური და ფსიქო-ემოციური მიზანი. ის მრავალ უნარს უვითარებს მოსწავლეს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი პიროვნების განვითარებას.



ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურის’’ სცენარი როლური თამაშისთვის

ავტორი
შატილში ამბავი მოვიდა, ქისტებმა მწყემსები დააწიოკეს, ცხენები გაიტაცეს, ალუდა ქეთელაურის „ფრთიანიცო“.

ქისტები ორი ყოფილიყვნენ. თავდასხმა ეტყობა ნაშუადღევს მოხდა.

ალუდამ იგუმანა, რომ ყაჩაღები არხოტის მხარეს წავიდოდნენ, თოფ-იარაღი აისხა და ცისკრისას მარტო დაედევნა

უკვე თენდებოდა, ყაჩაღებს რომ დაეწია და ერთი მათგანი პირველივე გასროლით მოკლა.

 „ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი,
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,
სცადა ფრანგული ფხიანი,
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი“.

მეორე ქისტთან ბრძოლა გაჭირდა. ქისტიც ესროდა, ხევსურიც. თითო-თითო ტყვია კლდეს მოხვდა. ერთმა ქუდი გახვრიტა და თმაშიც გაიარა, ერთმა თოფის წამლიანი რქა დაამსხვრია ალუდასი.

ქისტი ბოლოს და ბოლოს სასიკვდილოდ დაიჭრა მკერდში.

 „შატილიონის ნასროლო ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.       

ალუდა - „არც ახლა გჭირსა რჯულძაღლო?!“     

ავტორი
შამაუჭყივლებს ქისტასა.       

მუცალი
„გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ, ცდასა მუცალისასა.
ძმაც ხომ მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა.

მუსიკა       

ავტორი
მუცალი სიკვდილს არ ურიგდებოდა, თუმცა მის გარდაუვალობას გრძნობდა:

„მუცალს არა სწადს სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფენს წყლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა.“

ძალ-ღონე მოიკრიბა, ალუდას ერთიც უკანასკნელად ესროლა და დაცლილი თოფი გადაუგდო.      

მუცალი:
„ეხლა შენ იყოს რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა დაერთხა მიწასა“   

ალუდამ ღირსეული წინააღმდეგობა იმით დააფასა, რომ მთის ადათი არ შეასრულა, მოკლულს მკლავი არ მოსჭრა. იტყოდა   

ალუდა:
„ცოდვა არიო.
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო,
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო.

შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამჩენი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო“       

ავტორი:
„მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები,
მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები“       

შატილს ჯერ არ ჩასწვდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.“      

ავტორი:
დაბრუნებულმა ალუდამ ბრძოლის ამბავი მოხუც უშიშას მოუთხრო. მუცალზე თქვა:


ალუდა:
„იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა“.       

უშიშა:
„რას ამბობ, ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა“.      

ალუდა:
„მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა“.

 „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი,
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მოელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,
ღვთისშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ,
განა ვინაცა ჰფიციან?!“      

ავტორი
მიუგო ალუდამ და ისიც თქვა, რომ მუცალ მარჯვენის მოსაჭრელად ვერ გაიმეტა და ზედვე შეატოვა.       

ავტორი:
ახალგაზრდა ხევსურებმა მოკლული მტრისთვის მკლავის არმოჭრა ვერ წარმოიდგინეს, ალუდას ტყუილის თქმა დააბრალეს და გალანძღეს.       

ახალგაზრდა ხევსური:
„გამოქცევიხარ ქისტის შვილს,
გადუქცევიხარ ქალადა,
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკან მისდევდი მა რადა?!“     

 ალუდას მეგობარი მინდია ნაომარი ადგილისაკენ გაემართა. მას სურდა, ქისტის გვამი ენახა და ალუდას სიმართლეში დარწმუნებულიყო.      

ავტორი:
ალუდამ საშინელი სიზმარი ნახა.
„დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა“.

მისგან მოკლული მუცალი მოკვლას ევედრებოდა. ვიღაცამ ვითომ ადამიანის ხორცისგან დამზადებული კერძიც მიართვა.      

ავტორი:
მინდიამ მუცალის გვამი იპოვა, მარჯვენა ააჭრა და გამთენიისას შატილში მიიტანა. ჯერ ხევსურებს ანახა, შემდეგ ალუდას მიართვა.     

 მინდია:
„ახლებო, სისხლი გიფუისთ
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრევინებთ ცულითა.
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა,
მის ვაჟკაცობის რჯულითა“   

ავტორი:
შემდეგ მოკლულის მკლავი ალუდას მიართვა.
ალუდამ უსაყვედურა:      

ალუდა:
„თუ მკლავის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯიბრითა“      

მინდია:
„წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა“     

 ალუდა:
„ვაი, ეგეთა სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა“...     

 ავტორი: მინდიამ მუცალის მარჯვენა ხევში გადააგდო.      

ავტორი:
      „ჟამი მოვიდა საუფლო,
ხალხი ხატობას დიოდა“
ალუდამ ხევისბერ ბერდიას მოზვერი მიჰგვარა და სთხოვა, მუცალის სულის საცხონებლად შეეწირა.       

ავტორი:
ბერდიამ არაქრისტიანი მუცალისათვის მოზვრის შეწირვაზე უარი თქვა. მაშინ ალუდამ მოზვერი თვითონ დაკლა. „თან მიუხვეწა ბატონსა“      

ალუდა:
„ალლადა ჰქონდეს მუცალსა
მაგ მოუნათლავ გმირსაო“.       

ავტორი:
აღშფოთებულმა ხევისბერმა მოძმეებს უხმო და ალუდას საბედისწერო განაჩენი - თემიდან მოკვეთა გამოაცხადა.       

ბერდია:
„დავჯარდეთ ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი-მცირენი.
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ,
ალუდას სახლის დირენი“       

ბერდია:
„ცეცხლი მიეცით საძოვარს,
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები“.

შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
გუდანს შიშნი და ქალები
ჰრისხავდეს ჩვენი ბატონი
არ არის შესაბრალები“   

ავტორი:
„თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შეკრულა მთებისა,
ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა,
გაუბამ ყინულს ლურჯადა,
უბე-კალთები წყლებისა“.       

ავტორი:
ალუდა ქეთელაური, დედამისი, ცოლი ლელა და სამი შვილი ზამთრის ამ ცივ დღეს შატილიონიდან მიმავალ გზას დაადგნენ.
„დედა ეტყოდა ალუდას:       

დედა:
შვილო იარე ნელადა,
შენთან ვერ გავძლევთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო.
ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვეზრა ძნელაო.      

ალუდა:
„დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა“      

ავტორი:
„ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა“      

 ალუდა:
„მშვიდობით საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა,
მშვიდობით ჩემო სახლ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა.      

„გამარჯვებული ალუდა
დამარცხებული ჰგონიათ,
ვერა ხვდებიან ბეჩავნი,
გული რომ არა ჰქონიათ.“

















среда, 11 апреля 2018 г.

ვაჟა


 XIX  საუკუნის 80-იან წლებში მთებიდან  გაისმა ,,ხარის ყვირილი”. ამ ხმამ ,,…მთელი საქართველო გაოცებით მიახედა ფშავის მთებისკენ და მოწიწებით ქუდი მოახდევინა” (ვახტანგ კოტეტიშვილი). ჩვენ დროში კი, როცა ვაჟას ნაწარმოებები სხვა ენებზე ითარგმნა, ფშავის მთებისკენ ასევე გაოცებით მოიხედა მსოფლიომ.
 რა უფრო დიდი ასპარეზი მიეცა ვაჟას შემოქმედებას, მით უფრო მძლავრად გაბრწყინდა მისი თვითმყოფადობა, პირველყოფილი სიხალისე, მითიური აზროვნება და ფილოსოფიური სიღრმე. რაც უფრო მეტად შეისწავლეს, მით უფრო მეტი სიღრმეები გამოჩნდა. ბევრი რამ ვაჟას შემოქმედებაში დღესაც ამოუცნობი და შეუსწავლელია. აი ეს ჰქონდა მხედველობაში ჩვენი დროის დიდ ქართველ მწერალს კონსტანტინე გამსახურდიას, როდესაც ვაჟას შემოქმედების შესახებ წერდა: ,,პირიქითა ხევსურეთში, მუცოს ციხის სანახებში ერთი უზარმაზარი ლოდი იცავს ხეობის ყელსბინდისას თუ მიეახლებით ამ ლოდს მუცოს ციხიდნ, ასე იტყვით, ლოინიაო, მამალი აქლემი საომარი. დაუჩოქნიაო ამ აქლემს, მუხლს ასვენებსო,რათა აღდგეს მერმე და უდაბნოს ეახლოს ისევ; თუ მეორე მხრიდან მიუახლოვდი, ფრთიანი ლომი გეგონება, ლომისტანიანი ფრინველის ჯანგიანი და ნისკარტიანი ქიმერა. და ყოველ დროში, ყოველ პოზაში, ყოველი მხრიდან სხვადასხვა აღნაობისა მოგეჩვენება იგი.
ვაჟა-ფშაველა მომაგონა ამ უტოლო ლოდმა”.
ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს ფშავში, სოფელ ჩარგალში, მაღალი მთებითა და ტყიანი გორებით გარშემორტყმულ ხეობაში. არაგვის ხეობის მომხიბლავმა ჭალებმა ცამდე აზიდულმა მთებმა, მთიელთა  ყოფის რომანტიკამ, ციხე-კოშკთა ნანგრევებმა და მათთან დაკავშირებულმა გადმოცემა-ლეგენდებმა თავისებური გაქანება მისცეს ლუკას პოეტურ ნიჭს
      ვაჟას მამა პავლე რაზიკაშვილი სოფ. ჩარგლის მღვდელი, ქართული ლიტერატურის კარგი მცოდნე და კარგი მოლექსე იყო. დედა ბარბალე ფხიკლეშვილსაც ძალიან ჰყვარებია ხალხური ზეპირსიტყვიერება, ხოლო მისი ძმა პარასკევა განთქმული მოლექსე ყოფილა. ასე რომ, ვაჟა-ფშაველა ბავშვობიდანვე პოეზიის სამყაროში მოექცა. ამან გავლენა იქონია არა მარტო ვაჟზე, არამედ მის ძმებზედაც, ცნობილ ქართველ მწერლებზე _ ბაჩანაზე (ნიკო) და თედოზე.
      ვაჟას წერა-კითხვა მამამ ასწავლა. ათი წლისა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. იგი ხარბად დაეწაფა სწავლას და ამავე დროს თავი გამოიჩინა როგორც გამბედავმა ყმაწვილმა, კარგმა მოკრივემ, მონადირემ და მოჭიდავემ.
      1877 წელს ვაჟა თბილისის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1879 წელს, ჩაიიცხა გორის საოსტატო სემინარიაში, რომელიც სოფლის სახალხო მასწავლებლებს ამზადებდა. ამ დროისთვის ვაჟას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა კორესპონდენციები ფშაველ-ხევსურთა ყოფა-ცხოვრებაზე. ამ წერილებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა როგორც ძვირფას ეთნოგრაფიულ მასალას.
      სემინარიის დამთავრებისთანავე ვაჟა ტოლათსოფელში (თიანეთის რაიონი) დანიშნეს მასწავლებლად. აქ იგი დიდი ხალისით. შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კიდევ უფრო დაუახლოვდა  ხალხს. გლეხებს თუ რაიმე გაუჭირდებოდათ, რჩევა-დარიგებისა და დახმარებისთვის მას აკითხავდნენ, ისიც ყოველთვის მათი ქომაგი და მოსარჩელე იყო.
      1883 წლის შემოდგომაზე ვაჟა სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს გაემგზავრა. სემინარიის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში არ იღებდნენ და ვაჟა თავისუფალ მსმენელად შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ უსახსრობის გამო მალე იძულებული გახდა მიეტოვებნა უნივერსიტეტი.
      1884 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში, 1985 წელს კი გოის მახლობლად, სოფელ ოთარშენში, მიიწვიეს ცნობილი ფეოდალის ოთარ ამილახვრის ოჯახში მასწავლებლად.
      1986 წელს ვაჟა-ფშაველა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მასწავლებლად დანიშნა დიდ თონეში. ვაჟა გულით შეიყვარეს ბავშვებმა, გლეხობაშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან აქაც უსამართლობის წინააღმდეგ შეღერებული ხმალი იყო. ამიტომ დაირაზმნენ მის წინააღმდეგ მეფის მოხელენი, მღვდელ-დიაკვნები და ვაჟა იძულებული გახდა მასწავლებლობა სამუდამოდ მიეტოვებინა. მასწავლებლისა და მომავალი თაობის ბედზე გულისტკივილი ვაჟას სიკვდილამდე გაჰყვა. 1915 წელს , გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მასწავლებელ ლადო ბზვანელისადმი მიძღვნილ ლექსში იგი ამბობდა:
                              ,,მასწავლებლის ბედზედა
                                მრავალჯერ დამიკვნესია”.
      ილია ჭავჭავაძემ, იმხანად წერე-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, ვერ შეძლო ვაჟა-ფშაველას დატოვება სკოლაში და დახმარების აღმოჩენის მიზნით ,,ივერიისრედაქციაში მიიწვია სამუშაოდ.მაგრამ ვაჟამ სამ დღეზე მეტ ხანს ვერ გაუძლო ,, ნიჭის გაზეთის მუშაობაში ჩაკვლას”.
      ძმებიდან ჩარგალში მხოლოდ ვაჟა დარჩა. ის აქ თავისი მეზობელი გლეხებივით ცხოვრობდა და შრომობდა:ხნავდა,მკიდა,თიბავდა,თივას ზურგით ეზიდებოდა,საქონელს უვლიდა.
      ,,-რა ვქნა, ძმაო,თუ ეს მიწა არ ავჩიჩქნე და პური არ მოვიყვანე, ყველანი მშივრები დავიხოცებით, რადგან ჩემი პოეტობა-მწერლობა ნავთისა და მარილის ფულს ძლივს მაძლევს, - უთქვამს ვაჟას თავისი მეგობრის . შამანაურისათვის. - ჩვენ საზოგადოებას ჩემთვის დასამარხი ადგილი მონიშნული აქვს, ხოლო ეხლა რომ ულუკმაპუროდ ვარ, ეგ სულაც არ ადარდებსო”.
      ვაჟას სხვა მხრივად მთიელი კაცის წესით ცხოვრობდა, იცავდა მამა-პაპურ ადათ-წესებს, მონაწილეობდა რელიგიურ დღესასწაულებში (ხატობებში); ძალიან უყვარდა ნადირობა, თევზაობა, იყო საუკეთესო მსროლელი; ხშირად გაუმარჯვნია ყაბახზე სროლის დროს.
      დღისიღ დამქანცველი ფიზიკური შრომის შემდეგ ვაჟა ხანდახან ფიჩხის შუქზეც კი წერდა ბუხრის პირას. მრავალმხრივი ნიჭის წყალობით შექმნა მან ხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: ლექსები, პოემები, მოთხრობები, პიესები; უხვად სარგებლობდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებით, თქმულებებით, ლეგენდებით. როგორც თვით მწერალი აღნიშნავს, მისი ნაწარმოებების უმეტესობას ხალხური გადმოცემები უდევს საფუძვლად.
      ბახტრიონის გმირებზე ნათქვამმა ხალხურმა ლექსებმა შთააგონეს ვაჟას ,,ბახტრიონისდაწერა. პოემის თემად აღებულია 1659 წელს თათარ-დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყებაში ქართველ მთიელთა-თუშ-ფშავ-ხევსურთა მონაწილეობა. ვაჟამ წარმოგვიდგინა ის ,,საამური წამი’’, როცა ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა შემუსრა კახეთზე გაბატონებული მტერი. აკაკის მსგავსად ვაჟასაც სურდა მომავალში გადატანილი ენახა ისტორია, ენახა იმ ,,საამური წამის’’ განმეორება. ამისი რწმენა ვაჟას არ დაჰკარგვია და ამიტომ ოპტიმისტური სტრიქონებით დაამთავრა პოემა:
                           ,,…ეღირსებაო ლუხუმსა
                           ლაშარის გორზე შადგომა’’
      ვაჟას თითქმის მთელი შემოედებალექსები, მოთხრობები, პიესები, წერილები - სამშობლოზე ფიქრითა და წუხილით არის ნასაზრდოები. ხმელ წიფელზე წერს, იაზე თუ ყვავ-ყორნებისაგაბ დაკორტნილ დაჭრილ არწივზე, - ვაჟა სამშობლოს გულისხმობს. გულდამჯიღული პოეტი სინანულითა და მუქარით ბუტბუტებს:

                           ,,ვაჰ, დედას თქვენსას, ყვავებო,
                           ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
                           თორო ნახავდით თქვენს ბუმბულს
                           გაშლილს, გაფანტულს, ველადა!”

ვაჟას ფიქრი და ოცნება ყოველთვის სამშობლოს დასტრიალებდა:

                           ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,
                           ძილშიაც ამას ვდუდუნებ.”

ვაჟასთვის პატრიოტიზმი, მშობლიური მიწის სიყვარული,ყველაზე ამაღლებული, . ხევსყველაზე ძლიერი გრძნობაა
      ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში დასმულია ადამიანის ღირსების დაცვის საკითხი. იგი უმღერის მეგობრობას, ადამიანთა შირის ურთიერთგაგებას. პოემა ,,სტუმარ-ნასპინძელში’’ მეგობრობა, გამტანობა იმარჯვებს ეროვნულ შუღლსა და მტრობაზე. სისხლის აღების წესის საპირისპიროდ უპირატესობა ეძლევა მასპინძლისგან სტუმრის დაცვის წესს. ქისტი ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა დრომოჭმული ადათის მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ მორალურად მაინც იმარჯვებენ, მათი გამარჯვებით კი მეგობრობისა და მშვიდობის იდეა იმარჯვებს. ხევსური ზვიადაურის, ქისტი ჯოყოლასა და აღაზას აჩრდილები სიკვდილის შემდეგაც ხვდებიან ერთმანეთს კვლავ

                           ,,ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და დაძმობისასა’’.

      ,, ალუდა ქეთელაურშიკიდევ უფროძაფრად არის დასმული პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი. თემის სახელოვანმა ვაჟკაცმა ალუდა ქეთელაურმა უარყო ძველი, ბარბაროსული წესი და მოითხოვა ადამიანური ღირსების პატივისცემა, ღირსეულიტრის დაფასება. საზოგადოებისათვის გაუგებარი დარჩა ამგვარი ჰუმანიზმი. ისინი მკაცრად მოითხოვდნენ მტრისადმი მტრულ მოპყრობას რჯულიანთან ურჯულოს შეუთავსებლობას
      ვიწრო რელიგიური კარჩაკეტილობის გადალახვით ,ჰუმანიზმის ქადაგებით  ვაჟა-ფშაველა ავიდა ისეთსავე სიმაღლეზე, როგორზედაც რუსთაველი. ამიტომ ამბობდა ილია ჭავჭავაძე: რუსთაველის შემდეგ ჩვენ ამხელა პოეტი არა გვყოლიაო; ,, არა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!’’.
      ცნობილია, რომ დიდი მწერლები თავის ნაწარმოებებში უმთავრესად იმ პრობლემებს აყენებენ, რაც აწუხებს მის ხალხს, აწუხებს კაცობრიობას. სწორედ ასეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემაპიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა - არის დაყენებული ვაჟას პოემებში. მოწინავე პიროვნება პროგრესული შეხედულებებით უპირისპირდება თავის თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის კონსერვატულია, მიღებული წესების დამცველი და გამტარებელი. პიროვნება დროს უსწრებს, სურს თავი დააღწიოს შეზღუდულობას, საზოგაოება კი არ აძლევს ამის ნებას. უთანასწორო ბრძოლაში,მართალია, პიონებ იღუპება, მაგრამ ადრე თუ გვიან საზოგაოება  მაინც იზიარებს პროგრესული პიოვნების ნააზრევს, მის მიერ ნაჩვენებ გზას  ადგება.
      ისტორიულ თემაზეა შექმნილი ნაწარმოები თუ ძველ ამბავზე, მასში უთუოდ თანამედროვეობაა ნაგულისხმევი. ისტორიზმი მწერლისთვის ალეგორიაა. მთავარ დადებით პარსონაჟში კი მწერალი უმთავრესად თავის თავს გულისხმობს. ასევე უნდა გავიგოთ ვაჟას შემოქმედებაში: თემში ვაჟას თანამედროვე ქართველი საზოგადოება იგულისხმება, ხოლო ალუდაში და ჯოყოლაში - თვით ვაჟა.
      ალბათ თავისმა სვეგამწარებულმა ყოფამ და თავის თანამოკალმეთა მიმართ საზოგადოების უსულგულო დამოკიდებულებამ ამოათქმევინა ვაჟას ცრემლნარევი სიტყვები ,,გიორგი სააკაძის სურათზე’’

                             ,,თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ
                             კარგი შვილები რად გვებადება?
                             ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლევ,
                             არ გეკადრება,  არ გეკადრება!’’

ვაჟა-ფშაველა ბევრს ფშაველ გლეხად ჰყავს წარმოდგენილი, რაკიღა ფშავში გლეხივით ცხოვრობდა, და გაკვირვებას გამოთქვამენ მისი შემოქმედბის გამო. ვაჟა ფრია განათლებული  ამასთან თავისი დროის უდიდესი მოაზროვნე იყო. მას თბილისში, გორში სწავლის დროს სამკითხველოებში არ დაუტოვებია თურმე წაუკითხავი წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე, არც მხატვრული და არც ფილოსოფიური. ფშავში დამკვიდრების შემდეგ კი ბარად ჩამოსულს სისტემატიურად მიჰქონდა ხურჯინით წასაკითხად ნათხოვარი თუ შეძენილი წიგნები ხოლო ზოგიერთ წიგნს განუყრელად თან ატარებდა საგზალთან ერთად.
      მიყრუებული  მთის სოფლიდან გულმოდგინედ ადევნებდა თვალს  ცხოვრების ორომტრიალს და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ლექსებითა და სტატიებით ეხმურებოდა.
      ვაჟას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფილოსოფიურ პოემას ,,გველის მჭამელს”, რომელშიც დასმულია სამყაროს შემეცნების, ბუნებისადმი ადამიანის მიმართების, საზოგადოების წინაშე ადამიანის მოვალეობის საკითხი. ქართულმა კრიტიკამ მინდიაში თვითონ ვაჟა-ფშაველა დინახა.
      ვაჟა-ფშაველა ცნობილია, როგორც ბუნების დიდი მგოსანი. მცენარეთა თუ ცხო ველ-ფრინველთა ამეტყველებაში მას ბადალი არ მოძებნება. იგი თვითონვე ამბობს:

                              ,,უსულო საგნებს სული ჩავბერე,
                               ავასაუბრე ლოდები კლდისა,
                                და როგორც მეფე, გავათამამე
                                მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა”.
   
   ვაჟას ორიგინალურობა ის არის, რომ ბუნების მოვლენებში თავისთავადონბა დაინახა:             
                               ,,ათასჯერა წვიმს, სეტყვაა,
                               მთებზე ნისლები ჰკიდია,
                               ბევრი რამ ხდება ქვეყანადა,
                               შიგ ცოდვა-ბრალი დიდია;
                               ბუნება წარბსაც არ იხრის,
                               მაინც მშვიდი და მშვიდია”.
      ვაჟა არაჩვეულებრივად ნაყოფიერი მწერალია. ლექსებსა და პოემების გარდა, მრავალი შესანიშნავი მოთხრობა დაგვიტოვა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა საყოველთაოდ ცნობილი ,, შვლის ნუკრის ნაამბობიიყო. ვაჟას მოთხრობები საინტერესონი არიან როგორც სიუჟეტითა და პერსონაჟებით, ისე თხრობის მანერითა და ენობრივი ხატოვნებით. ის ასულდგმურებს საგნებს, ამეტყველებს ცხოველებს, თითოეულ პატარა მოთხრობაში კი ძალზე დიდი და ღრმა აზრია ჩადებული. ასეთებია მისი ,,ია”,  ,, მთის წყარო”,  ,,ქუჩი”,  ,, ფესვები”,  ,,მთანი მაღალნი’’, ,,ჩხიკვთა ქორწილი’’,  ,,სათაგური’’,  ,,ბუნების მგოსნებიდა ..
      სწორუპოვარი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების გვერდით ვაჟამ დიდძალი ლიტერატურულ-კრიტიკული, პუბლიცისტური დს ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები დაგვიტოვა.
      თანამედროვე სალიტერატურო ქართულ ენას ილიასა და აკაკისთან ერთად ვაჟას პროზისა წერილების ენაც უდევს საფუძვლად. მართალია, ვაჟას პოეზია ფშავური დიალექტით არის შეზავებული, რის გამოც მას ერთხანობას უკიჟინებდნენ, და უკიჟინებდა თვით აკაკიც, მაგრამ დღეს უკვე საკამათოდ აღარავის მიაჩნია რომ ვაჟას პოეზიას ამ ენობრივი გარსის წყალობით ემატება ის სიდიადე, ის სიმტკიცე ,,კლდისა სალისა”, ურომლისოდაც თანამედროვე ქართველისათვის ვაჟას შემოქმედება წარმოუდგენელია.
      გონებრივი და ფიზიკური შრომით მოქანცულ ვაჟას შუახნის ასაკში დარია ავადმყოფობამ ხელი.
      1915 წლის თებერვალში გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. ფეხზე დადგომა რო შეძლო, თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ. 23 მაისს ვაჟას სამწერლო მოღვაწეობის 35 წლისთავის იუბილე გადაუხადეს. ვაჟა შეუძლოდ იყო, მაგრამ იუბილეს მაინც დაესწრო. ორთაჭალაში ღია ცისქვეშ დიდი ნადიმი გაიმართა. ვაჟ იქ კიდევ უარესად გაცივდა და კვლავ ლოგინად ჩავარდა. დააწვინეს ლაზარეთში, რომელიც ომიანობის გამო მოთავსებული იყო დღევანდელი უნივერსიტეტის შენობაში. აქ მას თავს დასტრიალებდნენ საუკეთესო ექიმები, მწერლები, მეგობრები, მაგრამ ყოველივე ამაო იყო. ვაჟას მდგომარეობა უარესდებოდა.
      1915 წლის 9 აგვისტოს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალ
      1935 წელს აღინიშნა იდი პოეტის გარდაცვალების 20 წლისთავი მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდა გადაასვენეს. ჩარგალში გაიხსნა ვაჟას სახლ-მუზეუმი.
      1961 წელს მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით ფართოდ აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლისთავი.
      ვაჟას  შემოქმედებისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება იზიდავს არა მხოლოდ ლიტერატურის მკვლევარებს და ლიტერატურის მოყვარულთ, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსაც: მხატვრებს, კომპოზიტორებს, სცენის ოსტატებს, კინორეჟისორებს.
      ვაჟას ტალანტს, ვაჟას სახელს დღეს უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გაუჩნდნენ თაყვანისმცემლები. მისი შემოქმედების მრავალმხრივი შესწავლა დღითიდღე შუქსა ჰფენს მის ნააზრევს. უფრო და უფრო იზრდება მისი შემოქმედების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და, საერთოდ, კაცობრიობის კულტურისათვის.
     
     
     




























შვილი იხსენებს ვაჟას