ა
ადამიანის ფიქრის
ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზების
ძიებაა.
,,ფიქრები”
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა.
,,ალუდა
ქეთელაური”
ადვილ ნუ იტყვი ვაჟკაცზე არ კარგიაო, იმასა.
,,ალუდა
ქეთელაური’’
ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.
,,საახალწლო’’
ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ ჯობს ერთი მკვდარია.
,,ხმელი
წიფელი”
ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ რა იცის, რაა სამშობლოს
ტრფობა?!
,,საასპარეზო მოგვცა უფალმა”
არ დაეკარგვის ამაგი, ვინაც სამშობლოს უვლისა.
,,წმინდა
ნინო”
არ
ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.
,,მხედართა
ძველი სიმღერა”
ახ, რა ცუდია, რა ცუდი, გზაარეულად მსჯელობა,
ცეცხლმოდებული ერისა თავის თავის მტრობა!
,,ილიას საღამო”
ახალთაობის წესიერად ღზრდისთვის საჭიროა დედაენაზე
სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.
,,წერილები მეგობართან’’
ბ
ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა.
,,გაზაფხულის საღამო”
ბიჭობა ათასნაირი, ათასი სახის მქონეა, თავის გაწირვა
ადვილად ვაჟკაცთა სულის ღონეა….
,,სისხლის ძიება”
ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი
გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა.
,,ქებათა ქება”
გ
გამოცდა არის ჩვენთვის სიცოცხლე, ასე უცნია
კაცთა ჭკვიანთა.
,,საასპარეზოდ მოგვცა უფალმა”
გააბეჩავა მშობელი უმსგავსთა შვილის ყოლამა.
,,ქებათა-ქება”
გემში მჯდომთ ბედი მწარეა, თუ არა ვარგობს
გემია.
,,ძაღლიკა ხიმიკაური”
დ
დაგვალულს მიწას უხდება როს დასწვიმს, დასდის
ღვარია, ეგრევ ნაავდრალ მდელოსა მზის დახედნება,
დარია.
,,ხორცო დაჰნელდი”
დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა,
ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა, ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის
ძალღონის მიმცემი თვით წერია დროს, მეორე მუზაა.
თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოებს
ფორმას აძლევს.
,,ნიჭიერი მწერალი”
დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი,
თავის ენის და ერის სიყვარული
,,ნიჭიერი მწერალი”
დიაცსა მუდამ უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა.
,,სტუმარ-მასპინძელი”
ე
ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების
პირობები როცა მას საკუთარი ნების,ძალ-ღონის გამოჩენის საშუალება მოესპობა.
,,ზოგი რამ ფიქრებიდან”
ვ
ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს,
თორე მოკეთე რო გადაიმტეროს, ეგ რა ბიჭობაა.
,,პაპის მსოფლიო ფიქრები”
ვაჰ რა ძნელია ჰკვდებოდეს, იკარგებოდეს
სახელი.
,,ხმელი წიფელი”
ვერ მოაწონებთ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება
ჭკვაში!
,,ქეიფი”
ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის
ომია.
,,ხმა მესმა”
ვინა სთქვა ტრფობა ბერდება ან სატრფიალო
საგანი?
,,სიყვარული”
ზ
ზოგჯერ დამარცხება გამარჯვებას სჯობია.
,,დიდ-მარხვა”
თ
თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.
,,გველის მჭამელი”
თქმულია, იცით კარგადა: სიმართლის
შვილის- შვილამდე, უსამართლობის მანძილი შუაღამიდან დილწმდე.
,,უიღბლო
იღბლიანი”
ი
ის კი არ არის ბიჭობა, რომ გამაგრებდნენ,
ჰმაგრობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი თავისთავადა ჰვარგოდე.
,,ის კი არ არის ბიჭობა”
კ
კაცი ბეჩავის მჩაგვრელი სად გაგონილა
გმირიო?
,,მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”
ლ
ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია
ღმერთადა.
,,საახალწლო”
ლომს არ აშინებს ათასი თხა რომ სად
ნახოს სალალი,კაცს მაინც უნდა გადაჰხდეს თავის თავგადასავალი.
,,ირაკლი ბრძოლის წინ”
მ
მართალს ნუგეშად ესა აქვს, გულში
შეუდრეკ ბურჯადა, რომ ღმერთი კა კაცობას მას არ ჩაუთვლის ფუჭადა.
,,უიღბლო
იღბლიანი”
მარტო თავისთვის ცხოვრება ძაღლსაც
კი სრცხვენის, კატასა…
,,გაბრიელის დღიური”
მაშ რად გამზარდა დედამა, რად გამიმტკიცა მკლავია,
თუ კი სამშობლოს სარგოდა იგი არ მომიხარია.
,,თ. გიგლო ყარალაშვილს”
მით ვიქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება
ფულადა.
,,ალუდა ქეთელაური”’
ნ
ნეტავი იმას, ვინაცა პირნათლად
სოფლად იარა, თავის ნაღვაწის ნაყოფი საწყლებსაც გაუზიარა.
,,ძაღლიკა
ხიმიკაური”
ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა.
,,ნიჭიერი მწერალი”
ო
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს, რა უშავს ჩოხას
ძველასა.
,,მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”
პ
პატარაობისას მიღებული შთაბეჭდილება და
შეყვარებული საგანი სამარის კარამდე საყვარელ საგნად რჩება.
,,შავ-ბნელი ამბები”
რა შნოებაა ვაჟკაცის ქალზე იხმაროს ხმალია!
,,ე თ ე რ ი”
რა ვუთხრა იმას, ვინც უთმობს სხვას მამა-პაპის
კერასა.
,,ქებათა-ქება”
რად გავიწყდებათ? მიწა ვართ, ბოლოს ყოველი
ლეშია.
,,გოდება თანამედროვე წინასწარმეტყველისა”
რად ვარ ცოცხალი, თუ მართალს არ ვათქმევინებ
ენასა.
,,ს ვ ი ნ ი დ ი ს
ი”
რა ტკბილი არის, ვინ იცის თავისი
მშობლის ენაო.
,,ს ა ა ხ ა ლ წ ლ ო”
ს
საასპარეზო გვაქვს ეს სოფელი დაეშურენით,
მიიღეთ ჯილდო, და ვინც ბიჭი ხარ, უნდა ეცადო,
კაცურ კაცობა მამაცად ზიდო
,,საასპარეზო
მოგვცა უფალმა”
სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება.
,,მხედართა ძველი სიმღერა”
საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა.
,,ბ ა ხ ტ რ ი ო ნ ი”
სამშობლოსათვის მამაცი არის მადლი
და დიდება, მალე დაღუპავს ქვეყანას ლაჩართა გადაკიდება.
,,სისხლის ძიება”
სული გასუქდეს ბევრად სჯობს, ვიდრე
გასუქდეს ლეშია!
,,ლადო ბზვანელს”
სხვისი იმედით მცხოვრები ბრიყვი იქნება, ტიალი, ხელიდან
არ ჩამოერთმის ტანჯვა-წვალების ფიალი.
,,მეჯლისი ლომისა”
სწავლა ციხეა მაგარი, ნაგები მტრისა
შიშადა…
,,წერილები მეგობარს”
სწყევენ და ჰკრულვენ იმასა, ვინაც
სუსტს ტანჯვას აყენებს, თავის ძალას და შრომასა მოძმეს არ გამოაყენებს’. ,,მიმინო და მერცხალი”
ტ
ტანი რდ გვინდა მარტოკა თუ არ გვასხია
ხელები, ბუნებას, უფლის ნაკურთხსა, რას უზამს ტურა მელები?
მთათა ერთობა”
ტრფობით ავღსილი გულისთვის ცა ღრუბლიანიც
დარია.
,,მ უ დ ა რ ა”
უ
უბაროდ, განა არ იცით მთანიც რო
ვერა გვარობენ?
,,ბ ა ხ ტ რ ი ო ნ ი”
უდრეკილობაა მუდამა მტრის დამარცხების
წამალი.
,,ირაკლი ბრძოლის წინ”
უერთმანეთოდ არ ვვარგვათ, ეს ქვამ
და ხემაც იცისა.
,,მოგენდო ესეც მაშინებ”
უღვთოდ არაა, ვინც კეთილს, საქმეს იქმს
შესაჯიბრებსა.
,,ჩემი ანგელოზი”
ფ
ფიქრი უსაზღვროა, ვითა სამყარო
,,ფ ი ქ რ ე ბ ი”
ქ
ქალი ის არის ლამაზი, ვინც
ემსახურა მამულსა.
,,ვუძღვნი ნ-ს”
ღ
ღმერთმა გიშველოს სიკვდილო
სიცოცხლე შვენობს შენითა და შენც სიკვდილო ფასი გძე სიცოცხლის ნაწყენობითა.
,,მ ო გ ო ნ ე ბ ა”
ყ
,,მხედართა ძველი სიმღერა”
ყინულის ცეცხლი ვინა სთქვა და ჯოჯოხეთის
სიკეთე?!
,,ფიქრები”
შ
შერცხვეს ვინც თავის მოყვასსა ჭირში არ
მოეხმაროსა…
,,მიმინო და მერცხალი”
შხამად შეერგოს სიცოცხე, ვინც კი ძმის სისხლით ძღებაო,
ვის საპირადო საქმითა აოცი და ასი კვდებაო!
,,რისხვა ჯვარისა”
ც
ცოდვა - ერთისა სხვამა ზღოს,მადლად სად
თქმულა როდია?
,,გველის
მჭამელი”
ცოდმას სოფელი პატივს სცემს.
,,სოფლის სურათები”
ცუდია როცა ქვეყანას პატრონი არა ჰყოლია.
,,უსათაურო”
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ
მტრიანი.
,,ალუდა ქეთელაური”
ცხვრადვე მამყოფა ისევა, ოღონდ ამშორდეს
მგელობა.
,,ჩემი ვედრება”
ძ
ძნელია შურით აღძრული ბრაზი და გულის
ქავილი.
,,არწივი და ყვავი”
წ
წესია: მამულისადა მოკვდით და დაიხარჯენით.
,,
ხევსური ბერდია”
წყალი არ მოშლის წყლობასა, ახალზე რაც
უნდა ბევრი ჰნაყოთა.
,,სისხლის ძიება”
წყალი ნადგომი ერთ ადგილს, ხომ კარგად იცით შმორდება,
მოყვარეც მოყვრისთვის ძვირობს, ძვირად რომ ჰნახავს - ჰშორდება.
,,ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი”
ჭ
ჭკვა დიდი საქონელია, ბრიყვთათვის
მიუწვდომელი.
,,ქებათა-ქება”
ხ
ხან გლოვა გვესმის სოფლადა, ხან ჟრიამული
სტვირისა.
,,აზრი და გრძნობა”
ხვეწნა რად უნდა ერთგულ ძმას.
,,ბუნების სურათი”
ხალხთ ჩვეულება დიდია, დევსა ჰგავს, რკინის მკვნეტავსა!
,,სიკვდილი გმირისა”
ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვს, როცა
ხმალს ხედავ მტრისასა!
,,გოგოთურ და აფშინა”
Комментариев нет:
Отправить комментарий