თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებია დისკუსია, პროექტით სწავლება, როლური თამაში. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია პროექტით სწავლება. ის რამდენიმე საფეხურს მოიცავს:
პრობლემის გამოკვეთა და განსაზღვრა, ჩამოყალიბება და წარმოდგენა, პრობლემის შესახებ
ინფორმაციისა და რესურსების ორგანიზება და ცოდნის ჩამოყალიბების, გადაჭრის გზების ამორჩევა.
შედეგების შემოწმება და შეფასება.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს, მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა,
დამოუკიდებლად ეძებს საჭირო ინფორმაციას - წიგნებს, ელექტრონულ ვერსიებს... ახალი ცოდნით
აღჭურვილი პოულობს სამუშაოს შესრულების გზას. თვითშეფასება კი ეხმარება დამოუკიდებელ
სწავლაში.
მოსწავლე ახდენს ცოდნის სიტემატიზაციას, ეზრდება მოტივაცია, უვითარდება
მაღალი სააზროვნო უნარები, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, თვითორგანიზაციისა
და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები. პროექტით
სწავლება კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული
მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი
და საკომუნიკაციო უნარები. ის აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა.
პროექტ-გაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი
და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას, საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის
დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრასა და პროდუქტის წარმოდგენაში.
მასწავლებელი ქმნის ღია და მხარდამჭერ გარემოს. იგი გამოდის თანამშრომლის, ფასილიტატორის
როლში.
პროექტით სწავლება ემერლენცის მიხედვით, სკოლის პროექტ-გაკვეთილი იყოფა
შემდეგ ფაზებად:
- ინოვაცია - ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტ-გაკვეთილისთვის ნაპოვნია
- დასაწყისი - პროექტი დაიწყო და დაიგეგმა
- განხორციელება - პროექტი ხორციელდება
- პრეზენტაცია -პროექტის შედეგების წარდგენა
- შეფასება - რეფლექსია.
როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მოსწავლეთაათვის
განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს. ეს მეთოდი მათ საშუალებას აძლევს გამოხატონ
ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას. განასხვავებენ როლური
თამაშის ორ ძირითად ტიპს: თავისუფლად ასოცირებული და სპონტანური როლური ტამაშები და
რეგლამენტირებული როლური თამაში. მისი მიზანია სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა
ერთი და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერს
განუვითარებს.
როლური თამაში სამი ფაზისაგან შედგება: მომზადება, გათამაშება, განხილვა.
სწავლების პროცესში როლური თამაშის გამოყენებას აქვს, როგორც კოგნიტური, ასევვე ემოციური
და ფსიქო-ემოციური მიზანი. ის მრავალ უნარს უვითარებს მოსწავლეს, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი
პიროვნების განვითარებას.
დისკუსია ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულუი მეთოდია,
რომლის გამოყენებაც ზრდის მასწავლებელტა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს
მათში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. დისკუსიის მეშვეობით შესაძლებელია იდეების,
მტკიცებულებების ურთიერთ გაცვლა ჭეშმარიტების დასადგენად. ამ მეთოდებს ატიურად იყენებენ
განათლების ექსპერტები ამერიკელი მეცნიერი დევიდ პერკინსი, რომელიც ავტორია „თეორია
ერთის“. მისი მიდგომები კარგადაა აღწერილი წიგნში „სწავლება გაგებისათვის“. ამ თეორიის
მიხეედვით, სწავლა ჩაღრმავებული აზროვნების, გაგების შედეგია. მასწავლებლის მთავარი
ამოცანაა კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება.
პერკინსის მიხედვით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის
შენარჩუნება, გაგება, გააზრება და ცოდნის აქტიური გამოყენება (ტრანსფერი).
ბენჟამენ ბლუმის მიხედვით, განათლების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის
დაგროვება, არამედ მაღალი დონის აზროვნების ჩამოყალიბება. მან შექმნა სისტემა, რომელიც
სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებას ახდენს და ცნობილია „ბლუმის ტაქსონომიის“
სახელწოდებით. ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური,
ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს ექვს დონეს მამრტივიდან რთულისაკენ - ცოდნა, გაგება,
გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება.
კარლ როჯერსი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. შეიმუშავა
გამოცდილებით სწავლების ეფექტური მიდგომა. ის გამოყოფს ორი სახიუს სწავლებას: კოგნიტურს
და გამოცდილებაზე დაფუძნებულს, რლომელიც მოსწავლის ინტერესებს აკმაყოფილებს. როჯერსი
ჰუმანისტია. მისი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი.
ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორია შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე.
ის იყო კონსტრუქტივისტი. მისი აზრით, სწავლა აქტიური პროცესია, მასწავლებელი კი მოსწავლის
დამხმარეა.
Комментариев нет:
Отправить комментарий