ვაჟა-ფშაველა ისეთი
შემოქმედია, რომელიც ყველა დროს საჭირო და აქტუალურ რჩევებს გვაწვდის.
ვაჟა-ფშაველა სიბრძნის
მასწავლებელია, ვაჟა-ფშაველა მამულიშვილობის მასწავლებელია. ვაჟას საკლასო ოთახი სრულიად
საქართველოა, მოსწავლეები - ერთიანი ქართველი ერი, დაფა კი - ჩვენი სულები, რომელზედაც
დიდ მასწავლებელს გამოჰყავს კაცთა სიყვარულია ფორმულა, - წერდნენ ვაჟაზე.
მისი ბრძნული ფრთიანი
გამონათქვამები ეხმარება მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, სწორი პოზიციის
დაჭერასა და ჯანსაღ აზროვნებაში.
მე-5 კლასიდან მე-12-ის
ჩათვლით ყველა ასაკობრივი კატეგორია მისთვის საინტერესო მასალას აღმოაჩენს, დაეხმარება
ვაჟას უკეთ გაცნობაში. ფოტომასალა და მთლიანად მასალა, ჩემი აზრით, მოსწავლეებში გაზრდის
მოტივაციასა და დაინტერესებას.
დამატებით რესურსად
იქნება კოლეგა-მასწავლებელთათვის, რომელიც აღნიშნულ თემებს გადიან.
ვაჟა ის შემოქმედია,
რომელიც ყოველ ჯერზე სიახლეს გვთავაზობს. ამდენად, ამ ბლოგზე მუშაობამ ჩემი გამოცდილება
კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.
ეს ბლოგი საშუალებას
მაძლევს, არასაგაკვეთილო სივრცეში მქონდეს საშუალება მოსწავლეებს მივაწოდო დამატებითი
ინფორმაცია.
მისი შემოქმედება
XX საუკუნის მოთხოვნებს პასუხობს.
ბავშვთა ასაკობრივი
თავისებურებების გათვალისწინებით, ბლოგი იქნება მუდმივად განახლებადი.
Комментариев нет:
Отправить комментарий